Last Update 18 იან. 2024

Privacy Policy

1 შესავალი

1.1 „ფრთები სიცოცხლისათვის“ მსოფლიო რბენის კონფიდენციალურობის ეს პრინციპები („პრინციპები“) განსაზღვრავს, თუ Red Bull GmbH, რომლის რეგისტრირებული ოფისები მდებარეობს მისამართზე: Am Brunnen 1, 5330 Fuschl, Austria და ჩვენი ასოცირებული ორგანიზაციები (მოხსენიებული, როგორც "ჩვენ", "ჩვენი"), როგორ აგროვებენ და ამუშავებენ პირად ინფორმაციას თქვენ შესახებ, როდესაც თქვენ შემოდიხართ ჩვენს ვებსაიტზე („ვებსაიტი“), იყენებთ ჩვენს მობილურ აპლიკაციებს ("აპი"), ან ესწრებით და მონაწილეობთ ჩვენს ღონისძიებებში.

1.2 თითოეული ასოცირებული ორგანიზაცია, რომელიც გადაამუშავებს თქვენს ინფორმაციას, მათ შორის „შპს რედ ბული“, იქნება მონაცემთა მაკონტროლებელი. ასოცირებულთა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ. იყენებთ რა ამ ვებსაიტს ან აპს, ამით თქვენ ადასტურებთ, რომ წაკითხული გაქვთ ეს პრინციპები.

1.3 თუ ჩვენ რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას შევიტანთ ამ პრინციპებში (თუ რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ, როგორ ვიყენებთ მას, ან რატომ ვიყენებთ მას), ჩვენ განვმარტავთ ასეთ ცვლილებებს ამ პრინციპების თავში და უზრუნველვყოფთ თვალსაჩინო ბმულს ცვლილების შეტანის შემდეგ და ცვლილების ამოქმედებამდე 30 დღის განმავლობაში.

2 ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ

2.1 ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით. თქვენ შეიძლება მოგვაწოდოთ ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება ("პირადი ინფორმაცია"), როდესაც იყენებთ ჩვენს ვებსაიტს ან აპს, როდესაც გაქვთ მიმოწერა ჩვენთან, მონაწილეობთ ჩვენს კონკურსებში, აქციებში ან გამოკითხვებში, აქვეყნებთ ინფორმაციას ჩვენს ვებსაიტებზე, რეგისტრირდებით, რომ მიიღოთ პირდაპირი მარკეტინგის მასალები, იძენთ ჩვენს საქონელსა და სერვისებს, რეგისტრირდებით ღონისძიებებისთვის ვებსაიტის საშუალებით, ქმნით ანგარიშს ან იყენებთ ჩვენს აპებს, ან როდესაც გვიკავშირდებით რომელიმე სოციალური მედიის ჩვენი პლატფორმის საშუალებით. როდესაც ჩვენ ვითხოვთ საჭირო ინფორმაციას თქვენგან, ჩვენ ვაგროვებთ იმ ინფორმაციას, რომლებიც შეგაქვთ შესაბამის ფორმებში ან გვერდებზე. თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, როდესაც დაგვიკავშირდებით სხვა საშუალებით.

2.2 თუ თქვენ ხართ ჩვენი ვებსაიტის ან აპის მუდმივი მომხმარებელი, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ „ფრთები სიცოცხლისათვის“ მსოფლიო რბენის ანგარიში („ანგარიში“) ჩვენთან. ინფორმაცია, რომელსაც თქვენ უზრუნველყოფთ ანგარიშის შექმნის დროს, შეიძლება მოიცავდეს თქვენს გვარსა და სახელს, ანგარიშის მომხმარებლის სახელს, ელფოსტის მისამართს, სქესს, ქვეყანას, სადაც ცხოვრობთ, ტელეფონის ნომერს ან თქვენს პირად მონაცემებს სოციალურ მედიაში. თუ თქვენ დარეგისტრირდებით ჩვენთან ანგარიშის შესაქმნელად, თქვენ აგრეთვე შექმნით უნიკალურ პაროლს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ გქონდეთ წვდომა თქვენს ანგარიშზე. ჩვენ აგრეთვე ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენთვის ყველაზე საინტერესო კონტენტის შესახებ ჩვენს აპებსა და ვებსაიტზე (მაგალითად, რომელი ვიდეო მოგწონთ) და ინფორმაციას იმ კონტენტთან დაკავშირებით, რომელიც შეარჩიეთ ინტერნეტის გარეშე წვდომისთვის (როგორიცაა, მაგალითად, ვიდეოები, რომლებიც ჩამოტვირთეთ მოგვიანებით საყურებლად).

2.3 როდესაც თქვენ იძენთ სერვისებს, აპებს (მათ შორის, აპების შიგნით შეძენა) ან სხვა პროდუქტებს ჩვენს ვებსაიტზე, ჩვენ აგრეთვე ვაფიქსირებთ თქვენს ფიზიკურ მისამართს, საანგარიშსწორებო მისამართსა და საანგარიშსწორებო ინფორმაციას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვინახავთ თქვენს საანგარიშსწორებო ინფორმაციას, არამედ ეს ხდება მესამე მხარის საანგარიშსწორებო კომპანიის მიერ.

2.4 თუ დარეგისტრირდებით ჩვენგან პირდაპირი კომუნიკაციების მისაღებად, მაშინ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი გვარი, სახელი და ელფოსტის მისამართი.

2.5 როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებსაიტებითა და აპებით, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია თქვენი, როგორც მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ჩვენ არ ვაგროვებთ თქვენი Facebook-ის, Apple-ის, Runtastic-ის, თუ Google+-ის მომხმარებლის სახელსა და პაროლს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ დეტალური ინფორმაცია ამ ვებსაიტებიდან იმის შესახებ, თუ რომელი ანგარიშით შემოხვედით აპზე, Facebook-ის, Apple-ის, Runtastic-ის თუ Google+-ის ანგარიშის გამოყენებით. ეს ინფორმაცია გამოიყენება იმ მიზნით, რომ მოვიძიოთ და დავაფიქსიროთ გარკვეული ინფორმაცია თქვენ შესახებ თქვენი Facebook-ის, Apple-ის, Runtastic-ის, თუ Google+-ის პროფილიდან, რათა გავაუმჯობესოთ თქვენი, როგორც მომხმარებლის გამოცდილება და უზრუნველვყოთ თქვენთვის ღირებული კონტენტი. ეს არის ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ საჯაროდ აქვეყნებთ თქვენს პროფილთან ერთად. ჩვენ არ გვაქვს წვდომა თქვენი პირადი ანგარიშის პარამეტრებზე.

2.6 თქვენი თანხმობის საფუძველზე, ჩვენმა აპებმა შეიძლება გამოიყენონ GPS (გლობალური სანავიგაციო სისტემა), რომ უზრუნველგყოთ ფუნქციებით თქვენი ადგილმდებარეობის შესაბამისად. აგრეთვე, აპებს შეიძლება ჰქონდეთ წვდომა ფოტოებზე და ვიდეოებზე, რომლებსაც თქვენ ინახავთ თქვენს მობილურ მოწყობილობაზე, რაც იმის საშუალებას მოგცემთ, რომ ატვირთოთ ვიდეოები და ფოტოები აპების შიგნით გამოსაყენებლად. დაბოლოს, აპებმა შეიძლება გამოიყენონ push-შეტყობინებები თქვენთვის შეტყობინებების გამოსაგზავნად. როდესაც პირველად გამოიყენებთ აპს, თქვენ უპასუხებთ კითხვას, გსურთ თუ არა, რომ გაააქტიუროთ ეს ფუნქციები თქვენი პარამეტრების მენიუში. თუ აირჩევთ, რომ არ გსურთ ამ ფუნქციების გააქტიურება, ან თუ აირჩევთ მათ დეაქტივაციას მოგვიანებით, შეიძლება ვეღარ შეძლოთ ამ აპის სერვისების მთელი სპექტრის გამოყენება.

2.7 ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ ავტომატურად. როდესაც შემოდიხართ ჩვენს ვებსაიტზე, ჩვენ შეიძლება ავტომატურად შევაგროვოთ შემდეგი ინფორმაცია: თქვენი IP-მისამართი, ანგარიშზე შესვლის ინფორმაცია, ადგილმდებარეობის ინფორმაცია, ბრაუზერის ტიპი და ვერსია, ბრაუზერის დამატებითი მოდულის ტიპები და ვერსიები, ოპერაციული სისტემა და პლატფორმები, ინფორმაცია თქვენი ვიზიტის შესახებ, მათ შორის URL-ზე დაწკაპუნებების მიმდევრობა ჩვენს ვებსაიტამდე, ჩვენი ვებსაიტიდან ან მის გავლით, ასევე თქვენი რეკლამის მიმღების იდენტიფიკატორი (თუ ამას მხარს უჭერს თქვენი მოწყობილობა, როგორიცაა Apple-ის პროდუქტი ან Google-ის პროდუქტი), პროდუქტები, რომლებიც თქვენ იხილეთ ან მოიძიეთ, ვიდეოები, რომლებიც ნახეთ, ჩამოტვირთვის შეცდომები, კონკრეტულ გვერდებზე ვიზიტების ხანგრძლივობა, გვერდისა და აპის ურთიერთმოქმედება, მედიის ჩამოტვირთვა ინტერნეტის გარეშე შემდგომი წვდომის მიზნით, ეკრანის გარჩევადობა, მოწყობილობის გამოთვლითი სიმძლავრე და მეხსიერება, ვიდეოს ჩვენების შეწყვეტის შეცდომები და ბუფერირების შეცდომები, მომხმარებლის ქცევა, როგორიცაა აპების გამოყენების ხანგრძლივობა, და მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორები (მაგალითად IMEI-ის მისამართი (უნიკალური ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს მობილურ ტელეფონს GSM-ქსელების მიერ, რაც მათ ეხმარება მოქმედი მობილური მოწყობილობების იდენტიფიცირებაში)). ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ავტომატურად, სხვადასხვა ტექნოლოგიების, მათ შორის, ქუქი-ფაილებისა და ვებ-სიგნალების ("web beacons") გამოყენებით.

2.8 აგრეთვე, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ ჩვენი უსაფრთხოების სისტემების საშუალებით, როდესაც თქვენ შემოხვალთ ჩვენს შენობებში და დაესწრებით ჩვენს ღონისძიებებს.

2.9 ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ სხვა წყაროებიდან. ჩვენ შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვა წყაროებიდან, თუ თქვენ გამოიყენებთ რომელიმე სხვა სერვისს, რომელსაც ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენს ვებსაიტზე და ჩვენს აპებში, ან ინფორმაცია შეიძლება მივიღოთ „რედ ბულის“ სხვა სუბიექტებისა და ასოცირებული ორგანიზაციებისგან. ჩვენ აგრეთვე მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს მესამე მხარეებთან (მათ შორის, მაგალითად, ბიზნეს და/ან სპონსორ პარტნიორებთან, ქვეკონტრაქტორებთან ტექნიკურ, საანგარიშსწორებო და მიწოდების სერვისებში, სარეკლამო ქსელებთან, ანალიტიკური სერვისების მომწოდებელებთან, საძიებო ინფორმაციის პროვაიდერებთან, საკრედიტო ინფორმაციის სააგენტოებთან) და თქვენ შესახებ ინფორმაცია შეიძლება მივიღოთ მათგან (მათ შორის ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია საჯაროდ).

3 რატომ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას

3.1 ჩვენ ვიყენებთ შეგროვებულ ინფორმაციას იმ მიზნით, რომ უზრუნველვყოთ თქვენთვის საუკეთესო შესაძლებლობები, როდესაც იყენებთ ჩვენს ვებსაიტებსა და აპებს და ურთიერთობთ ჩვენთან, მათ შორის, ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების გამოყენებით. ეს მოიცავს თქვენი ინფორმაციის გამოყენებას შემდეგი მიზნებისთვის: • (ა) ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების უზრუნველყოფა და განვითარება: ჩვენ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას იმ მიზნით, რომ უზრუნველვყოთ თქვენთვის ის პროდუქტები და სერვისები, რომლებსაც თქვენ მოითხოვთ, მათ შორის, როდესაც იძენთ რაიმეს (მაგ., გადახდისას თაღლითობის გამოვლენა, ინვოისის გადამუშავება, მიწოდება, კურსის გაცვლა და თანხის უკან დაბრუნება), ღონისძიებისთვის დარეგისტრირება, თქვენთვის დამადასტურებელი ელფოსტის გამოგზავნა ან თქვენთან დაკავშირება თქვენი ანგარიშის თაობაზე. ჩვენ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას იმ მიზნით, რომ გავაუმჯობესოთ და მოვახდინოთ ჩვენი ვებსაიტის, აპების, პროდუქტებისა და სერვისების ადაპტაცია, რომ უკეთესად მოვარგოთ ისინი ჩვენი მომხმარებლების ქცევასა და ტექნიკურ შესაძლებლობებს; • (ბ) თქვენი ანგარიშის შექმნა და მართვა: ჩვენ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას იმ მიზნით, რომ შევქმნათ თქვენი ანგარიში და წარვმართოთ ჩვენი ურთიერთობა. აგრეთვე, ჩვენ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას იმ მიზნით, რომ გვქონდეს თქვენთან კომუნიკაცია, თქვენს ანგარიშთან და ჩვენს პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით; • (გ) ვებსაიტისა და აპების ადმინისტრირება: ჩვენ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას იმ მიზნით, რომ განვახორციელოთ ჩვენი ვებსაიტისა და აპების ადმინისტრირება შიდა ოპერაციებისთვის, მათ შორის, პრობლემების აღმოსაფხვრელად და იმ შეცდომების შესასწავლად, რომლებსაც შეიძლება წააწყდეთ ჩვენი ვებსაიტისა და აპების გამოყენების დროს; • (დ) ჩვენი ვებგვერდებისა და აპების კონტენტისა და მათი გამოყენების გაუმჯობესება: ჩვენ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას იმ მიზნით, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებგვერდებისა და აპების კონტენტი და უზრუნველვყოთ, რომ ის წარმოდგენელი იყოს რაც შეიძლება ეფექტურად თქვენთვის და თქვენი მოწყობილობებისთვის; • (ე) დაცვა და უსაფრთხოება: ჩვენ ვიყენებთ ჩვენი ვებსაიტებიდან და აპებიდან შეგროვებულ ინფორმაციას იმ მიზნით, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ვებსაიტისა და აპების დაცვა და უსაფრთხოება, და ვმართოთ ჩვენი IT სისტემები და განვახორციელოთ მათი ადმინისტრირება. ჩვენ ვიყენებთ ჩვენი უსაფრთხოების სისტემებიდან შეგროვებულ ინფორმაციას იმ მიზნით, რომ დავიცვათ ჩვენი შენობები და უზრუნველვყოთ უსაფრთხოება იმ ინდივიდებისთვის, რომლებიც ესწრებიან ჩვენს ღონისძიებებს.
• (ვ) მარკეტინგი: ჩვენ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას იმ მიზნით, რომ გვქონდეს თქვენთან კომუნიკაცია და მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი და ჩვენი მესამე მხარეების საქმიანობისა და ღონისძიებების შესახებ, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს თქვენთვის, და მოგაწოდოთ რეკომენდაციები ჩვენს ვებსაიტსა და აპებზე, იმ პროდუქციისა და სერვისების შესახებ, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს თქვენთვის. ჩვენ მოგაწვდით ამ ინფორმაციას ელფოსტის საშუალებით (თქვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, თუ არსებობს ასეთი იურიდიული მოთხოვნა), აგრეთვე push-შეტყობინებებით, აპების საშუალებით, პერსონალური შეტყობინებებით ჩვენს ვებსაიტებზე, მიზნობრივი რეკლამებით მესამე მხარეების პლატფორმებზე, ტექსტური შეტყობინებებით, სოციალური მედიისა და ტელეფონის საშუალებით; • (ზ) ონლაინ რეკლამირება: ჩვენ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას, როდესაც ვამყარებთ კავშირს თქვენთან სოციალური მედიის საშუალებით, იმ მიზნით, რომ შევქმნათ და შევინარჩუნოთ სოციალური მედიის ჩვენი ბრენდი; • (თ) მომსახურების უცვლელი ხარისხის უზრუნველყოფა ჩვენს მოწყობილობებსა და პლატფორმებზე: თქვენ მიერ ერთ მოწყობილობაზე ან პლატფორმაზე წარმოდგენილ და ჩვენ მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ჩვენ შევაჯერებთ თქვენ მიერ სხვა მოწყობილობებსა და პლატფორმებზე წარმოდგენილ, ჩვენ მიერ შეგროვებულ ინფორმაციასთან; • (ი) მომხმარებლის სერვისების უზრუნველყოფა და საჩივრებისა და მოთხოვნების მართვა: ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია იმ მიზნით, რომ უზრუნველვყოთ თქვენთვის მომხმარებლის უფრო ეფექტური სერვისები და ვმართოთ წარმოდგენილი საჩივრები და მოთხოვნები თქვენი დახმარების მიზნით; • (კ) ინფორმაციის გამჟღავნება და სამართალდამცავი ზომების გატარება: ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია იმ მიზნით, რომ საჭიროების შემთხვევაში გავუმჟღავნოთ ინფორმაცია სამართალდამცავ და მარეგულირებელ ორგანოებს, ან უწყებებს იმ მოთხოვნების საპასუხოდ, რომლებიც ჩვენ გვეკისრება კანონმდებლობით, ან გავამჟღავნოთ ინფორმაცია სასამართლო სარჩელის დაცვის მიზნით. გარდა ამისა, იმ მიზნით, რომ დავიცვათ ჩვენი წესები და პირობები; და • (ლ) ჩვენი ერთ-ერთი ბიზნესსუბიექტის გაყიდვის, გადაცემის ან რეორგანიზაციის განხორციელება.

4 თქვენი ინფორმაციის გამოყენების იურიდიული საფუძველი

4.1 ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაციის გამოყენება ემყარება სხვადასხვა იურიდიულ საფუძველს, მათ შორის: • (ა) როდესაც გასცემთ თანხმობას: მაგალითად, ჩვენ გვჭირდება თქვენი თანხმობა იმ მიზნით, რომ გადავამუშაოთ თქვენი პირადი ინფორმაცია პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის, როდესაც ვიყენებთ ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა ქუქი-ფაილები, ან როდესაც გადავამუშავებთ მონაცემთა სპეციალურ კატეგორიებს, როგორიცაა თქვენი დიეტური ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნები;
• (ბ) როდესაც მონაცემთა გადამუშავება აუცილებელია კონტრაქტის გასაფორმებლად: მაგალითად, იმ მიზნით, რომ გვქონდეს საშუალება, რომ გავამარტივოთ ღონისძიებისთვის რეგისტრირება, თქვენ მიერ ჩვენს ვებმაღაზიაში შეკვეთილი პროდუქციის მოწოდება, ან გავამარტივოთ აპებში შეძენა; • (გ) როდესაც ჩვენ გვმართებს იურიდიული ვალდებულებების შესრულება: მაგალითად, ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი მონაცემების გამჟღავნება სამართალდამცავი ორგანოსთვის, ან თქვენი ან ჩვენი წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ იურიდიული დავის განხილვაში; და • (დ) როდესაც მონაცემების გადამუშავება აუცილებელია ჩვენი ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე: ეს მოიცავს, მაგალითად: (1) ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების თქვენთვის მოწოდებას; (2) იმის უზრუნველყოფას, რომ თქვენი ანგარიში შესაბამისად იყოს დაცული და ჩვენი ვებსაიტი, აპები, ქსელი და საინფორმაციო ტექნოლოგია იყოს დაცული და სწორად გამოყენებული; (3) იმის უკეთესად გაგებას, თუ როგორ იყენებთ ჩვენს პროდუქტებს, მომსახურების აპებსა და ვებსაიტს შემდგომი გაუმჯობესების მიზნით; (4) თქვენთვის სასურველი პროდუქტების კვლევასა და ანალიზს; (5) ჩვენი კონტენტის, მარკეტინგის, რეკლამებისა და შემოთავაზებების თქვენს ინტერესებზე მორგებას; (6) პროფილის მართვას როგორც ტრადიციულ, ისე სოციალურ მედიასივრცეში; (7) ეფექტურ კომუნიკაციას, სოციალური ანალიზის ჩატარებასა და კონტენტის ფუნქციონირებას სოციალურ ქსელებში; (8) ჩვენი ბიზნესისა და ჩვენი პარტნიორების დაცვის უზრუნველყოფასა და, ჩვენი შენობების შიგნით და მის ირგვლივ, ტერიტორიის მონიტორინგს, ჩვენი თანამშრომლების, მომხმარებლებისა და საზოგადოების წევრების დაცვას სამართალდარღვევებისა და კრიმინალური ქმედებებისგან; (9) ურთიერთობის განვითარებას და წარმართვას ვენდორებთან, პარტნიორებთან და სხვა კომპანიებთან, და ურთიერთობას იმ ინდივიდებთან, რომლებიც მათთვის მუშაობენ; (10) საბაზრო პრაქტიკის სიახლეების გაცნობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ სერვისი, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი და დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს; და (11) ჩვენს ვებსაიტზე, აპებსა და/ან პარტნიორების ვებსაიტებზე რეკლამირების ეფექტიანობის განსაზღვრას. ზოგიერთ იურისდიქციაში, ასეთი სახით მონაცემთა დამუშავება მოითხოვს თანხმობას. ჩვენ შევიძენთ თქვენს თანხმობას, თუ ამას მოითხოვს კანონი.

5 როგორ ვაზიარებთ და ვამჟღავნებთ თქვენს ინფორმაციას

5.1 ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ თქვენი ინფორმაცია „რედ ბულის“ ასოცირებულ ორგანიზაციებთან იმ მიზნებისთვის, რომლებიც მოცემულია ამ პრინციპების მე-3 ნაწილში, აგრეთვე მესამე მხარეებთან, რაც მოიცავს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სერვისს ჩვენთვის ან მოქმედებენ, როგორც ჩვენი აგენტები, მათ შორის, და არა მხოლოდ, ქვეკონტრაქტორებსა (მათ შორის, მათ აგენტებს) და მრჩეველ სპეციალისტებს, IT-ის მომწოდებელებს, მონაცემთა ბაზების პროვაიდერებს, რეზერვისა და ავარიის შემდგომ აღდგენის სპეციალისტებს, ელფოსტის პროვაიდერებს, მესამე მხარეების ანგარიშსწორების რისკისა და თაღლითობის პრევენციის სერვისებს (იმის უზუნველსაყოფად, რომ ნებისმიერი შეძენა იყოს ლეგიტიმური და არ იყოს შესაძლებელი ჩვენი პროდუქტების შეძენა ჩვენი პირობების დარღვევით) და სხვა სერვისების პროვაიდერებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად.

5.2 ჩვენ გავუზიარებთ თქვენს პირად მონაცემებს, და ინფორმაციაზე წვდომა ექნებათ ანალიტიკოსებსა და საძიებო სისტემების პროვაიდერებს, რომლებიც გვეხმარებიან ვებსაიტისა და აპების გაუმჯობესებასა და ოპტიმიზიციაში.

5.3 ჩვენი მომწოდებლებისა და სერვისების პროვაიდერების ვალდებულებაა, რომ დაიცვან ინფორმაციის გადამუშავებისა და დაცვის ჩვენი სტანდარტები. ინფორმაცია, რომელსაც მათ გადავცემთ, მათ შორის, თქვენი პირადი ინფორმაცია, მიწოდებული იქნება მხოლოდ მათი ფუნქციის შესრულებისთვის. მათ არ ექნებათ ნებართვა, რომ გამოიყენონ თქვენი პირადი ინფორმაცია რაიმე სხვა მიზნით, გარდა იმისა, რაც მოცემულია ამ პრინციპებში.

*6 როგორ ჩავრთოთ ან უარი ვთქვათ პირდაპირი მარკეტინგის ფუნქციაზე *

6.1 ჩვენ და შერჩეულმა მესამე მხარეებმა შეიძლება გამოვიყენოთ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენს ვებსაიტზე და ჩვენი აპების დახმარებით პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით, რათა მოგაწოდოთ ინფორმაცია ცვლილებების შესახებ, აგრეთვე სიახლეთა მაცნეები, ინფორმაცია ღონისძიებების შესახებ და სხვა შეტყობინებები, რაც ჩვენი აზრით, შეიძლება საინტერესო იყოს თქვენთვის.

6.2 იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობა მოითხოვს, ჩვენ მივიღებთ თქვენგან წინასწარ წერილობით თანხმობას, სანამ გამოგიგზავნიდეთ პირდაპირი მარკეტინგის კომუნიკაციებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველ შეტყობინებაში, რომელსაც ჩვენ გამოგიგზავნით, ჩვენ შემოგთავაზებთ არჩევანს, რომ გააუქმოთ შეტყობინებების მიღება.

6.3 თქვენ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ ჩვენგან პირდაპირი მარკეტინგის კომუნიკაციების მიღებაზე ნებისმიერ დროს, ელფოსტის საშუალებით შეტყობინების გამოგზავნით იმ მისამართზე, რომელიც მოცემულია ქვევით, ან ელფოსტის შეტყობინებაში გამოწერის გაუქმების პარამეტრის არჩევით.

7 ქუქი-ფაილები და სხვა ტექნოლოგიები

7.1 ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ავტომატურად, ქუქი-ფაილების გამოყენებით. ქუქი-ფაილები შეიძლება შეიქმნას ჩვენ მიერ ან მესამე მხარეების მიერ. ქუქი-ფაილი წარმოადგენს ტექსტურ ფაილს, რომელიც შეიცავს მცირე მოცულობის ინფორმაციას. ქუქი-ფაილი ვებსაიტმა შეიძლება გააგზავნოს თქვენს ბრაუზერზე და შემდგომში შეიძლება შენახულ იქნეს თქვენს კომპიუტერზე როგორც ტეგი, რომელიც განასხვავებს თქვენს კომპიუტერს, მაგრამ არ გასახელებთ თქვენ. ჩვენი ვებსაიტის ზოგიერთი გვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს იმ მიზნით, რომ უკეთესი მომსახურება გაგიწიოთ, როდესაც შემოხვალთ ჩვენს ვებსაიტზე. თქვენ შეგიძლიათ მომართოთ თქვენი ბრაუზერი იმგვარად, რომ წინასწარ მიიღოთ შეტყობინება ქუქი-ფაილის მიღებამდე, რაც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება, დაუშვათ თუ არა ქუქი-ფაილის მიღება. აგრეთვე შეგიძლიათ მომართოთ თქვენი ბრაუზერი იმგვარად, რომ გამორთოთ ქუქი-ფაილები; თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენი ვებსაიტის რაღაც ნაწილმა შეიძლება არ იმუშაოს სათანადოდ.

7.2 ჩვენ აგრეთვე ვიყენებთ ვებ-სიგნალებს ("web beacons"), რომლებიც აგრეთვე ცნობილია, როგორც „ერთპიქსელიანი GIF-ები“ ("single pixel GIFs"), „გასუფთავებული GIF-ები“ ("clear GIFs") ან „ტეგები“. ვებ-სიგნალები არის მცირე გრაფიკული გამოსახულებები, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს ჩვენი ვებსაიტის ნაწილს. ვებ-სიგნალები საშუალებას გვაძლევს, რომ მოვახდინოთ ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების ოპტიმიზაცია და უზრუნველგვყოფს ჩვენ და მესამე მხარე პარტნიორებს ანალიტიკური ინფორმაციით, როგორიცაა, მაგალითად, ჩვენს ვებსაიტზე ვიზიტორთა რაოდენობა. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ვებ-სიგნალები აგრეთვე ელფოსტით მიმოწერაში, რომ გავიგოთ, ხსნით თუ არა შეტყობინებებს, თუ სხვაგვარად მოქმედებთ.

7.3 ჩვენი აპებისთვის ინფორმაციას ჩვენ ვაგროვებთ ავტომატურად, მოწყობილობების უნიკალური იდენტიფიკატორების ("IDs") საშუალებით. იდენტიფიკატორი წარმოადგენს რიცხვებისა და ასოების გარკვეულ მიმდევრობას („სიმბოლოების მიმდევრობა“), რომელიც მინიჭებული აქვს თქვენს მოწყობილობას, მაგრამ არ გასახელებთ თქვენ. იდენტიფიკატორი საშუალებას გვაძლევს ჩვენ და შერჩეულ მესამე მხარეებს, რომ თვალი მივადევნოთ თქვენს ქცევას, როდესაც იყენებთ აპს. თითქმის ყველა აპი იყენებს იდენტიფიკატორის ტექნოლოგიას. იდენტიფიკატორები ემსახურებიან სხვადასხვა მიზანს, როგორიცაა თქვენი ინტერესების დამახსოვრება და, საზოგადოდ, თქვენი, როგორც მომხმარებლის, გამოცდილების გაუმჯობესება. იდენტიფიკატორებმა შეიძლება გვაცნობონ, მაგალითად, თქვენ ადრეც გამოგიყენებიათ ჩვენი აპები თუ ახალი მომხმარებელი ხართ. ისინი შეიძლება დაგვეხმარონ აგრეთვე იმის უზუნველყოფაში, რომ რეკლამები, რომლებსაც თქვენ ხედავთ აპების საშუალებით, იყოს მაქსიმალურად რელევანტური თქვენთვის და თქვენი ინტერესებისთვის. ამ ფუნქციის გამო, იდენტიფიკატორები უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებაში.

7.4 ინფორმაციისათვის კონკრეტული ქუქი-ფაილების, ვებ-სიგნალებისა და იდენტიფიკატორების შესახებ, იხილეთ ქუქი-ფაილების წესები.

8 ბმულები სხვა ვებსაიტებზე და სოციალურ მედიაზე

8.1 როდესაც ჩვენ უზრუნველვყოფთ ბმულებს სხვა ვებსაიტებზე, ჩვენ ამას ვაკეთებთ მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის. სხვა ვებსაიტები არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს და ეს პრინციპები არ ეხება მათ. თუ თქვენ შეხვალთ სხვა ვებსაიტებზე მოცემული ბმულების საშუალებით, ამ ვებსაიტების ოპერატორებმა შეიძლება შეაგროვონ თქვენი ინფორმაცია, რომელიც გამოყენებული იქნება მათ მიერ მათი კონფიდენციალურობის პრინციპების შესაბამისად, რაც შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენი პრინციპებისგან.
8.2 ჩვენი ვებსაიტის ზოგიერთ გვერდზე, მესამე მხარეებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ კონტენტს, აპლიკაციებს ან დამატებით მოდულებს (plug-ins) ჩვენი ვებსაიტის საშუალებით, შეიძლება თვალი მიადევნონ, თუ როგორ იყენებთ კონტენტს, აპლიკაციებსა და დამატებით მოდულებს, ან მოახდინონ კონტენტის, აპლიკაციებისა და დამატებითი მოდულების ადაპტირება თქვენთვის. მაგალითად, როდესაც თქვენ აზიარებთ სტატიას ჩვენს ვებსაიტზე, სოციალური მედიის გაზიარების ღილაკის გამოყენებით (მაგ., Facebook, Twitter, ან Google Plus), ის სოციალური ქსელი, რომლის შექმნილიც არის ეს ღილაკი, ჩაიწერს თქვენს ამ მოქმედებას. დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენს ვებსაიტზე არსებული სოციალური მედიის დამატებითი მოდულების შესახებ, იხილეთ ჩვენი ქუქი-ფაილების წესები.

9 მონაცემთა შენახვა

9.1 ჩვენ არ ვინახავთ თქვენს ინფორმაციას იმაზე უფრო დიდხანს, ვიდრე ეს აუცილებელია ჩვენი ბიზნესის საჭიროებებისთვის, ან იურიდიული თუ ნორმატიული მოთხოვნებიდან გამომდინარე.

9.2 ჩვენ ვინახავთ თქვენს ინფორმაციას იმ ხნის განმავლობაში, სადამდეც გექნებათ ანგარიში ჩვენთან, ხოლო ამის შემდგომ, დროის იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აუცილებელია ჩვენი იურიდიული ვალდებულებების შესასრულებლად, როგორიცაა, მაგალითად, ინფორმაციის შენახვა გადასახადებისა და ანგარიშსწორების მიზნებისთვის. ჩვენ ვინახავთ თქვენს ინფორმაციას მონაცემთა შენახვის ჩვენი შიდა პროცედურების შესაბამისად.

9.3 თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ ან გამორიცხავთ ჩვენგან პირდაპირი მარკეტინგის კომუნიკაციების მიღებას, ჩვენ წავშლით თქვენს საკონტაქტო მონაცემებსა და მარკეტინგის ნებართვებს, რათა უზრუნველვყოთ, რომ აღარ მიიღოთ მარკეტინგის კომუნიკაციები ჩვენგან. აგრეთვე, ჩვენ არ წავშლით პირად მონაცემებს, თუ ისინი რელევანტურია გამოძიების ან დავის თვალსაზრისით. მონაცემების შენახვა გაგრძელდება მანამდე, სანამ ასეთი საკითხები მთლიანად არ გადაიჭრება.

9.4 ყველა შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი პირადი ინფორმაციის დაცვას ამ პრინციპების პირობების შესაბამისად. აგრეთვე, ჩვენ რეგულარულად განვაახლებთ ჩვენს ინფორმაციას, მისი აქტუალურობის უზრუნველყოფის მიზნით.

10 თქვენი უფლებები

10.1 გამოყენებული კანონის მიხედვით, თქვენ შეიძლება გქონდეთ შემდეგი უფლებები გარკვეულ გარემოებებში, თქვენს პირად ინფორმაციასთან დაკავშირებით: • (ა) თქვენს პირად ინფორმაციაზე წვდომის უფლება. თუ გსურთ, რომ მოიპოვოთ თქვენი პირადი ინფორმაციის ასლი, რომელსაც ვფლობთ ჩვენ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვევით მოცემულ ელფოსტის მისამართზე. სანამ ვუპასუხებდეთ თქვენს თხოვნას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ, რომ დაგვიდასტუროთ თქვენი პირადობა და მოგვაწოდოთ დამატებითი დეტალები თქვენს თხოვნასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ გიპასუხოთ სათანადო დროში, ყოველ შემთხვევაში, დროის იმ ინტერვალში, როგორც განსაზღვრულია კანონით. • (ბ) თქვენი პირადი ინფორმაციის შესწორების, წაშლისა და გადამუშავების შეზღუდვის უფლება. თუ გსურთ, რომ შეასწოროთ, წაშალოთ, ან შეზღუდოთ თქვენი პირადი ინფორმაციის დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტის მისამართზე, რომელიც მოცემულია ქვევით. გთხოვთ, წარმოადგინოთ სწორი, ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია და უზრუნველყოთ, რომ ინფორმაცია იყოს ყოველთვის განახლებული. • (გ) თანხმობის გაუქმების უფლება. თუ განაცხადებთ თანხმობას ინფორმაციის გადამუშავებაზე, თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ ეს თანხმობა ნებისმიერ დროს. ამ მიზნით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტის მისამართზე, რომელიც მოცემულია ქვევით.
• (დ) მონაცემთა პორტაბელობის უფლება. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენგან დახმარება თქვენი ინფორმაციის ნაწილის სხვა კომპანიებში გადატანის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ, რომ მოითხოვოთ ჩვენგან, რომ ჩვენ მივაწოდოთ თქვენი ინფორმაცია სხვა კომპანიას ადვილად წაკითხვად ფორმატში. თქვენ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი მოთხოვნა ელფოსტის მისამართზე, რომელიც მოცემულია ქვევით.
• (ე) წინააღმდეგობის უფლება. თქვენ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ იმაზე, თუ როგორ გადავამუშავებთ თქვენს პირად ინფორმაციას, ან უარი განაცხადოთ პირდაპირ მარკეტინგზე, რომელიც ემყარება პროფილირებას, თუ ეს უკავშირდება ლეგიტიმურ ინტერესებს. ასეთ შემთხვევაში, თქვენი მოთხოვნა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე, რომელიც მოცემულია ქვევით.
• (ვ) უფლება, რომ არ დაექვემდებაროთ ავტომატურ გადაწყვეტილებას. • (ზ) ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების უფლება. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ადგილობრივ მარეგულირებელ ორგანოს, თუ გაქვთ პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პირად ინფორმაციას.

10.2 თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ შექმნათ ანგარიში, მაშინ თქვენი ანგარიშის საშუალებით თქვენ გექნებათ წვდომა პირად ინფორმაციაზე, რომელსაც ჩვენ ვფლობთ თქვენს შესახებ, და შეგიძლიათ მოიპოვოთ ინფორმაციის ასლი, ან შეასწოროთ, შეცვალოთ ან წაშალოთ ის ინფორმაცია, რომელიც არ არის სწორი. აგრეთვე, თქვენ შეგიძლიათ დახუროთ თქვენი ანგარიში ნებისმიერ დროს.

10.3 თუ გსურთ, რომ განახორციელოთ ზევით ჩამოთვლილი რომელიმე უფლება, შეგიძლიათ დაგვიკაშირდეთ ელფოსტის მისამართზე, რომელიც მოცემულია ქვევით.

11 პროფილირება

11.1 ჩვენს ვებსაიტებზე, ჩვენ ვიწვევთ სერვისების პროვაიდერებს, რომლებიც იყენებენ გადაწყვეტილების მიღების ავტომატურ პროცედურებს იმ მიზნით, რომ გადაამოწმონ თქვენი მისამართი, შეაფასონ თქვენი კრედიტუნარიანობა და გამოავლინონ თაღლითობის შემთხვევები გადახდების დროს. ეს საშუალებას გვაძლევს, დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენ ვიყენებთ მისამართის სწორ მონაცემებს და შევაფასოთ ჩვენი პროდუქტებისა და სერვისებისთვის გადაუხდელობის რისკები. თქვენი დაკვეთა ვერ შესრულდება, თაღლითობის გამოვლენის ჩვენი ტექნოლოგიები აღნიშნავენ თქვენს ტრანზაქციას როგორც საეჭვოს და ჩათვლიან პოტენციურ თაღლითობად. გადახდების თაღლითობის გამოვლენის სისტემა წარმოადგენს გადაწყვეტილების ავტომატურად მიღების პროცესს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ გავაფორმოთ შეძენის კონტრაქტი თქვენთან.

12 ინფორმაციის დაცვა

12.1 ჩვენ ვიყენებთ ფიზიკურ, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ზომებს, რომ დავიცვათ თქვენი პირადი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, უნებართვო წვდომისგან, ამოღებისგან, გამოყენებისგან, გამჟღავნებისგან, კოპირებისგან, ცვლილებისგან ან წაშლისგან. მთელი ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით ჩვენ, ინახება დაცულ სერვერებზე.

12.2 თუ თქვენ გაქვთ პაროლი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რომ გქონდეთ წვდომა ჩვენს ვებსაიტსა და აპებზე, თქვენ პასუხისმგებელი ხართ ამ პაროლის დაცვასა და კონფიდენციალურად შენახვაზე.

*13 ინფორმაციის საერთაშორისო გადაცემა *

13.1 იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტი წარმოადგენს გლობალურ გარემოს, პირადი ინფორმაციის შეგროვებასა და გადამუშავებაში ინტერნეტის გამოყენება უდავოდ მოიცავს მონაცემების გადაცემას საერთაშორისო მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოდ, ჩვენ ვინახავთ მთელ პირად ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენ შესახებ ჩვენი ვებსაიტისა და აპების გამოყენებით თქვენს რეგიონში (მაგალითად, ევროპელი ვიზიტორებისთვის ევროპის ეკონომიკურ ზონაში), სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია გადაეცეს მხარეებს თქვენი რეგიონის ფარგლებს გარეთ (სადაც მონაცემთა დაცვის კანონები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგალითად, შეერთებული შტატების კანონებისგან), მათ შორის “რედ ბულის“ აფილირებულ კომპანიებს.

13.2 თუ მოხდება მონაცემთა ასეთი გადაცემა, ჩვენ გატარებული გვაქვს მონაცემთა დაცვის ზომები და დანერგილი გვაქვს ტექნოლოგიები იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი ინფორმაცია იყოს სათანადოდ დაცული ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, მაგ., სტანდარტული საკონტრაქტო დებულებების ან Privacy Shield-ის (ევროკავშირი-აშშ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის პროგრამა) საფუძველზე, თუ იქნება ამის საჭიროება. თუ გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება დაცვის ამ ზომებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტის მისამართზე, რომელიც მოცემულია ქვევით.

14 ამ ვებსაიტის ან ჩვენი აპების გამოყენება არასრულწლოვანთა მიერ

14.1 ჩვენი ვებსაიტის და აპების გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენი ასაკი აღემატება 16 წელს. თუ თქვენ ხართ 16 წლის ან 16 წლის ქვევით, ამ ვებსაიტის ან აპის გამოსაყენებლად წინასწარ უნდა შეიძინოთ მშობლის/მეურვის ნებართვა. ასეთი თანხმობის გარეშე მომხმარებლებს არა აქვთ უფლება, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, და თუ მოგვაწვდიან, ჩვენ შევწყვეტთ მათი ინფორმაციის გამოყენებას, როგორც კი გავიგებთ ამის შესახებ.

15 ცვლილებების შეტანა პრინციპებში

15.1 ეს პრინციპები ბოლოს განახლდა 2019 წლის 3 სექტემბერს. ყოველთვის, როდესაც მოხდება ამ პრინციპებში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა, ამასთან დაკავშირებული შეტყობინება ნაჩვენები იქნება 30 დღის განმავლობაში. ჩვენს ვებსაიტზე ან აპზე გადასვლით თქვენ ადასტურებთ, რომ შესაბამისი ცვლილებები მისაღებია თქვენთვის.

16 კითხვები, პრობლემები და საჩივრები ამ პრინციპებთან დაკავშირებით და მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) საკონტაქტო ინფორმაცია

16.1 თუ გაქვთ შეკითხვა, პრობლემა ან საჩივარი ამ პრინციპებთან დაკავშირებით, ან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტით: privacy@redbull.com.